საქსტატის თანახმად, მეთორმეტე კლასელთა ეს რიცხვი თითქმის წინა წლის ტოლია (41.4 ათასი), თუმცა უფრო ნაკლებია ვიდრე მათი რაოდენობა ვინც სრული ზოგადი განათლება 2023 და 2022 წლებში დაამთავრა (47.5 და 45.9 ათასი).
ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ბრალდება, თითქოს "სილქნეტის" თანამშრომლები მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის მერიის მიერ სახურავებზე "კავკასუს ონლაინის" კაბელების ჩაჭრაში.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სამინისტროს გუნდთან ერთად, შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამთან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჟენევაში, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუს შეხვდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 მლნ 709 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ლონდონში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია „The Georgian Palate” (ქართული გემო) გაიმართა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის აღმოსავლეთიდან შემომავალი გრილი ჰაერის მასებით.
ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკუსორ დენს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.