
ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას დროებით აჩერებს.

დღეს - 25 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოში "საყოველთაო გაფიცვა" იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფარავანის უღელტეხილზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უხვი ნალექის გამო ცენტრალური შესასვლელის სახურავი დაზიანდა.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის სასახლის შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

მშვიდობის აღდგენის დროა და ვფიქრობ, ჩვენ ამას გავაკეთებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩვენ გვინდა მშვიდობა, ეს მშვიდობა არ შეიძლება, ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არსებობს კარგი მიზეზი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაახლოს ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ხორციელდება.

გურიაში დიდთოვლობას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მოხდა.