
ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებაზე მუშაობენ.

გასული 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული სისტემა შეუფერხებლად განვითარდეს - ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს და მის ხელმძღვანელობას ეკისრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ჩვენი სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით არის ძალიან ძლიერი და ჩვენ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საკანონმდებლო ცვლილებების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

2025 წლის იანვარში საქართველოს რკინიგზამ 1.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს რკინიგზა აქვეყნებს.

უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

დღეს, 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. უწყების ცნობით, მთავრობის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხზე იმსჯელებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 24 თებერვალს საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება.

ხმების დათვლის დასრულების შემდეგ ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) 28,6%-ით გაიმარჯვა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.