
„მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით, 22 თებერვალს კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.

შვედეთის სანაპირო დაცვა ადასტურებს, რომ ბალტიის ზღვაში ფინეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროკაბელი კვალავ დაზიანდა - ამის შესახებ ინფორმაციას ფინური საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

წელს იანვარში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 103 028 ლარი შეადგინა, რაც 62 388 ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა.

მიმდინარე წლის 27-29 მაისს, საქართველო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) 27-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას - „ცვლილებები, შოკები და გადაჭრის გზები „მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“ (Shifts, Shocks and Solutions: Microfinance in the Shadow of Geopolitics) უმასპინძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

კოვიდპანდემიის გამომწვევი მიზეზების წამყვანი მკვლევრის, მეცნიერ ში ჟენგლის ხელმძღვანელობით ახალი კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მკვლევრებმა ახალ კორონავირუსს მიაკვლია, რომელიც SARS-CoV-2-ის მსგავსია 0 ვირუსის, რომელმაც Covid-19 გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს. როგორც ის მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, 25 თებერვალს საზოგადოებამ ახალ ოკუპაციასა და რუსულ რეჟიმს უარი უნდა უთხრას.