global distribution
ავერსი გარე ავეჯი

მსოფლიო ოკეანეებში მილიარდი ბარელი ნავთობია „გაჭედილი“. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ცნობით, ეს ბოლო წლების ყველაზე დიდი მოცულობაა. სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია რუსეთიდან, ვენესუელიდან და ირანიდან წამოსულ ნავთობზე, რომლებიც სანქციების ქვეშ იმყოფებიან, თუმცა არსებული ინფორმაციით ძირითადი წილი - 390 მლნ ბარელი, რუსულ ნავთობზე მოდის.

ასობით ტანკერი კვირაზე მეტია ღია წყლებში დგას, რადგან იმპორტიორი ქვეყნები მათ პორტებში არ იღებენ.

Bloomberg-ი წერს, რომ ეს ფაქტი გავლენას მოახდენს გლობალურ ნავთობის ბაზარსა და შემდგომ მის ფასებზე. პროგნოზის თანახმად, ნავთობი ჭარბი მიწოდებისკენ მიემართება, რადგან დაფიქსირდა არასანქცირებული მარაგების ზრდაც.

„ამ ზრდის ნაწილი განპირობებულია დასავლეთის მიერ გამკაცრებული სანქციებით, რის გამოც რუსული ნავთობი გემებზე გაიჭედა და მისი გადმოტვირთვა შეუძლებელი გახდა“, - წერენ Clarksons Securities-ის ანალიტიკოსები. „წინა მყიდველებმა შეიძინეს ჩანაცვლებითი ნავთობი ახლო აღმოსავლეთიდან და ატლანტიკიდან“.

62