global distribution
ავერსი გარე ავეჯი

2025 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ფასი შემცირდა. თუ 204 წლის სექტემბერში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებს საშუალოს 9.9 დოლარი იყო, წელს მისი ფასი 9.7 დოლარამდე შემცირდა.

როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული, 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით უბნების მიხედვით ყველაზე ძვირი ბინის ქირის ფასი ვაკეშია, სადაც კვადრატული 15 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი გლდანში - 8 დოლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ როგორია საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის შეწონილი ფასი თბილისის უბნების მიხედვით: (ღირებულება მოცემულია ერთ კვადრატულ მეტრზე)

ვაკე - 15 დოლარი
მთაწმინდა - 12.7 დოლარი
საბურთალო - 10.9 დოლარი
კრწანისი - 9.8 დოლარი
ისანი - 9.6 დოლარი
ჩუღურეთი - 9.4 დოლარი
დიდუბე - 9.4 დოლარი
ნაძალადევი - 9.2 დოლარი
ვაშლიჯვარი - 8.8 დოლარი
დიდი დიღომი - 8.3 დოლარი
სამგორი - 8.1 დოლარი
გლდანი - 8 დოლარი

65