global distribution
ავერსი გარე ავეჯი

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20.832 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.6 პროცენტით მეტია - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 5.836 მლრდ დოლარი იყო (გაიზარდა 6.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14.995 მლრდ დოლარი (გაიზარდა 9.3 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 9.160 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.

80