
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში 2-3 მაისს, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ZERO COMPROMISE“ იმართება.

უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი, რომლის შექმნასაც აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს, აშშ-ში დარეგისტრირდება და მისი ანგარიშის ვალუტა გრივნა იქნება, - ამის შესახებ დენის შმიგალმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით „ვეტერანების დღეს“, რომელიც 11 ნოემბერს აღინიშნება, „პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღე“ დაერქმევა, „ევროპის გამარჯვების დღეს“ კი, რომელიც 8 მაისს აღინიშნება, „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე“.

ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ამ დროსთვის, შესრულებულია პროექტით დაგეგმილი სამუშაოების 90%.

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. იზრდება მათი წილიც მთლიან მოსახლეობაში. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

2025 წლის 1-ლი მაისიდან წარმოშობილ განაცემზე საპენსიო შენატანების განხორციელებას დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით.

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს და არსებულ შეზღუდვებს არ მოხსნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

მოსკოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობების შეფასება იწყება“, - ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ისრაელში კვლავ მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ხანძარმა ქვეყნის დედაქალაქ იერუსალიმამდე მიაღწია.