2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გასული წლის დეკემბერშიც გაგრძელდა. დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 11 პროცენტი შეადგინა და, საბოლოოდ, წლიური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 10,1 პროცენტი.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი 42 000 კგ კარტოფილის შემოწმების შედეგად პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.
ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობა მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამით „სტარტაპერი“, ახალ ბიზნესებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას უწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.1 პროცენტით განისაზღვრა.
„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში, გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი - არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ფარგლებში, საბავშვო მასტერკლასები გაიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, გააგრძელონ კონსტრუქციული ურთიერთობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია მედიის შეკითხვებზე რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების მიერ გაცემულ პასუხებში, რომლებიც სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ისაკაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა.
მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას, ეს არ არის მარტივი, რადგან საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია, ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთიდან, – ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.