„სწორი შრომით, რესურსების სათანადო გამოყენებით, მიზნის დასახვითა და შემდეგ ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუღალავად სვლით, სოფლად მცხოვრებ ადამიანს შეუძლია თავისი საკუთარი ბიზნესი გამართოს, საქმის კეთებით ისიამოვნოს და შემოსავალიც გაიჩინოს,“ - ასე ფიქრობს დარეჯან ბერძენიშვილი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, საცხოვრებლად თბილისიდან გურიაში გადავიდა და სოფელ ხიდისთავში, მეუღლის მშობლების დანატოვარი სახლ-კარი „სკიჯის სახლად“ აქცია.
საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო აქტივობის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება - იანვარში ბირჟაზე სულ 2,109 ლარის ღირებულების ორი ტრანზაქცია შედგა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური სერვისების გლობალური მომწოდებელი ავიაკომპანია "იზი ჩარტერი" შემოუერთდა. კომპანია 2015 წლიდან სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების ავიაგადაზიდვებს რეგულარულად ახორციელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.
თურქეთში თოვლისა და უამინდობის გამო, წუხელ თბილისიდან სტამბოლის „საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტის მიმართულებით ოთხი რეისი გაუქმდა.
სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება.