ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თურქეთი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველი მოქალაქეებისთვის გაფრთხილებას აქვეყნებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებში ვკითხულობთ, მიზეზად უცხოელების მიმართ მზარდი ინციდენტები, რასისტული თავდასხმები და რელიგიური შეუწყნარებლობა სახელდება, რის მაგალითადაც მოყვანილია აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო აქციები, რომლებიც პოლიციის მიერ ძალადობის შედეგად დაღუპული ტაირ ნიკოლსის შემთხვევას მოყვა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებულ სიუჟეტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
ირანში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა. შედეგად, გავრცელებული ცნობით, განადგურდა ისპაანში მდებარე დრონებისა და საბრძოლო მასალების მწარმოებელი სამხედრო ქარხანა. ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ქალაქ შაჰიდ-სალიმში მდებარე ძრავის ზეთების მწარმოებელ ქარხანაში.
საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაცია ქართულ მობილურ აპლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი
საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები უკვე ხელმისაწვდომია ქართულ მობილურ აპლიკაციაზე „Biliki ბილიკი“.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ი გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოში ინფლაციის შესახებ აკეთებს პროგნოზს. სადაც წერია, რომ 2023 წლის ბოლოს ინფლაციის 5.2%-მდე შემცირებას ელის, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სურსათზე ფასის შემცირება გამოიწვევს, ასევე ქვეყნის შიგნით მოთხოვნის ნორმალიზება, რამაც მიგრანტების გამო, გასულ წელს პიკს მიაღწია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მარიჯანის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ნუცუბიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.