გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 269 ფაქტი გამოავლინეს.
გასული წლის ბოლოს მიმდინარე ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო რამდენიმე სექტორში რეფორმების მხარდასაჭერად: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავებულია 63 000-მდე პირი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გორის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს უნდა დასრულდეს. "ახალბაღში" სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "Award” ასრულებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ჯამში 8.95 მილიონ ლარს შეადგენს.
გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს არ გამორიცხავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის
პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული პირების დახმარებისთვის საქველმოქმედო აქციას იწყებს, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს შეხვდა და მადლობა გადაუხადა ბრიტანელ ხალხსა და პირადად პრემიერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერისთვის. ხალი პაკეტი გამოაცხადა.
საქართველოს საბანკო ასოციაცია რუსეთიდან გადმორიცხული ფულის ანაზღაურების სანაცვლოდ განაღდების უკანონობის თაობაზე მოქალაქეებს აფრთხილებს.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თბილისში A კატეგორიის, ე.წ. თეთრი ტაქსებით მგზავრების აყვანა-ჩამოსმის წესის ცვლილების შესახებ ისაუბრა.