საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო აქტივობის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება - იანვარში ბირჟაზე სულ 2,109 ლარის ღირებულების ორი ტრანზაქცია შედგა.
ორივე ტრანზაქცია, ტრადიციულად, „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება, დღიური საშუალო ბრუნვის მოცულობა კი 96 ლარი იყო, ნაცვლად დეკემბერში დაფიქსირებული 297 ლარისა.
საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 750 მილიონ დოლარს აღწევს.
ცნობისთვის, გასულ 2022 წელს ბირჟაზე საერთო ჯამში 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა.
წყარო:BMG