კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებისთვის საჯაროდ ფასის მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს.
ყაზახური მხარე აჭარის მთავრობასთან ერთად პორტის ნავმისადგომებამდე დამატებითი სარკინიგზო ხაზის გაყვანის საკითხზე მუშაობს, - ამის შესახებ ყაზახეთის ელჩის ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო პორტში სტუმრობისას გახდა ცნობილი. ელჩი მალიკ მურზალინი პორტს გასულ კვირაში სტუმრობდა.
საუკეთესო ინოვაციურმა სტარტაპმა Artisio-მ, რომელმაც ეს სტატუსი თიბისის ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე მოიპოვა, ბრიტანული საინვესტიციო ფონდისგან, Jenson Funding Partners 250 000 ფუნტის დაფინანსება მიიღო.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, დრეზდენში MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 269 ფაქტი გამოავლინეს.
გასული წლის ბოლოს მიმდინარე ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო რამდენიმე სექტორში რეფორმების მხარდასაჭერად: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავებულია 63 000-მდე პირი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.