gorgia
ავერსი legi

უკრაინამ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა. 

„მთელი მსოფლიო ხედავს, რა ხდება ირანში, დაღუპულთა რაოდენობას და იმას, თუ როგორ შეუწყო ხელი ირანის რეჟიმმა ომისა და ძალადობის გავრცელებას რეგიონში და მთელ მსოფლიოში. უკრაინა არ დაივიწყებს იმ ათასობით „შაჰედს“, რომლებიც ჩვენს ქალაქებს, სოფლებსა და ხალხს უტევენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „მსოფლიოში ყველა ტერორისტი ერთნაირ მოპყრობასა და დაგმობას იმსახურებს და არცერთმა არ უნდა გაიმარჯვოს“.

ცნობისთვის, გასულ ხუთშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვეს და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატეს.

94