gorgia
ავერსი legi

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მდინარე ჰადსონის ქვეშ ახალი გვირაბის მშენებლობისთვის თანხას განბლოკავს, თუ ნიუ-იორკის პენის სადგურსა და ვაშინგტონთან მდებარე დალესის საერთაშორისო აეროპორტს მის პატივსაცემად სახელი გადაერქმევა.

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კერძოდ, გასულ თვეს აშშ-ის პრეზიდენტმა ეს წინადადება სენატის დემოკრატების ლიდერთან ნიუ-იორკიდან, ჩაკ შუმერთა განიხილა.

სადგურისა და აეროპორტისთვის მისი სახელის მინიჭების სანაცვლოდ ტრამპმა პირობა დადო, რომ განბლოკავდა, დაახლოებით, 16 მლრდ დოლარის გაყინულ თანხას Gateway-ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტისთვის, რომელმაც მდინარე ჰადსონის ქვეშ გამავალი გვირაბით ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატები ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს.

საპასუხოდ შუმერმა ტრამპს განუცხადა, რომ ასეთი უჩვეულო თხოვნის შესასრულებლად უფლებამოსილება არ ჰქონდა.

 

75