ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციების ახალი პაკეტი შეეხება რუსეთის ფედერაციის ეკონიმიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ მეტალურგიისა და სამთო მრეწველობას სექტორს. ახალი შეზღუდვები ეხება 22 ფიზიკურ პირსა და 83 სუბიექტს.
სანქციები არ შეხებია რომელიმე ქართულ კომპანიას, ან კერძო პირს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენის თანახმად, ახალი სანქციები მოიცავს მესამე ქვეყნის 30-ზე მეტ პირს და კომპანიას, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების მცდელობებთან, მათ შორის, იარაღით ვაჭრობასთან და უკანონო დაფინანსებასთან.
მათივე განცხადებით, სანქციები ეხებათ იმ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ან შეისყიდიან სპეციალიზებულ, მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას, რომელსაც იყენებენ რუსული თავდაცვის უწყებები. სანქციებში ასევე მოყვნენ კომპანიები, რომლებიც ამზადებენ ისეთ მასალებს, რასაც რუსული იარაღის სისტემებში იყენებენ.
აშშ-ის ახალი სანქციები ასევე ეხება რუსულ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე პირებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუსეთის ფინანსური მომსახურების სექტორში.
სანქციები შეეხოთ შემდეგ ბანკებს:
- Credit Bank of Moscow-ს მოსკოვის საკრედიტო ბანკს, რომელიც რუსეთის ათი უმსხვილესი ბანკიდან ერთ-ერთია აქტივების ღირებულებით და მდებარეობს მოსკოვში, არის რუსეთის უმსხვილესი არასახელმწიფო საჯარო ბანკი;
- Lanta Bank – კომერციული ბანკი, რომელიც მდებარეობს მოსკოვში;
- Metallurgical Investment Bank (Metallinvestbank), რომელიც იყენებს გადახდის ალტერნატიულს გზები რუსული ექსპორტისთვის გადახდების გასაადვილებლად;
- MTS Bank, ბანკი, რომელიც მდებარეობს მოსკოვში, რუსეთსა და აბუ დაბიში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში;
- ნოვოსიბირსკის ბანკი Levoberezhny;
- ბანკი Saint-Petersburg;
- ბანკი Primorye, რომელიც მდებარეობს ვლადივოსტოკში;
- SDM-Bank, ბანკი, რომელიც მდებარეობს მოსკოვში;
- ურალის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (UBRD);
- ბანკ Uralsib-ს, რომელიც მდებარეობს მოსკოვში;
- ბანკ Zenit-ს, რომელიც მდებარეობს მოსკოვში.