„უცნაურია, არავინ საუბრობს იმაზე, თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „რეტროს“ საქმიანობის უფლება შეუჩერა.
72 ნომრიანი სასტუმრო ,,იბისის’’ ბრენდის ქვეშ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წელს გაიხსნება.
მეტროსადგური „გოცირიძე“ სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
7 მარტამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, – ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.
ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ჩათულობითა და პალმ აპარტამენტთან თანამშრომლობით, ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
"თურქული მედიკამენტები ზუსტად იგივე ხარისხის არის, რაც ევროპაში და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში იყიდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა "რუსთავი 2" -ის ეთერში განაცხადა.