ჩვენი პარლამენტი იღებს კანონპროექტს ჩვენს გარეშე და არა ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის განცხადებაში წერია.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საგრანტო პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ დროა, ბიძინა ივანიშვილმა ხალხს აუხსნას, თუ რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით.
სოციალურ საწარმოთა ალიანსი და მისი წევრი სოციალური საწარმოები გმობენ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
"ქართული ოცნების" ყოფილი წარმომადგენლები, ყოფილი დეპუტატები "გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტებზე განცხადებას ავრცელებენ.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს. მას ხმა 96-მა დეპუტატმა მისცა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისთვის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა ქვეყანის სუვერენული გადაწყვეტილებაა ის, თუ როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროსა და მომენტში. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ITB Berlin-ზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე კვებისა და სასმელების გამოფენაში „Foodex Japan 2023“ მონაწილეობს.
საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარადგინა.