საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
6 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,სადახლო-საავტომობილო“ , ,,ლაგოდეხი“ და ,,ფოთის პორტი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
იანვარში, სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის წმინდა შესყიდვამ, 155 მილიონი შეადგინა, რაც ერთი თვისათვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„ვფიქრობ, ეს რუსული სულისკვეთებით განმსჭვალული კანონია“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს მოქალაქე და ბიზნესმენი თემურ ჭყონია.
იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმით $607 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის შემოსავალს 176.9%-ით აღემატება.
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებით, იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმით $607 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის შემოსავალს 176.9%-ით აღემატება.
Galt & Taggart-ის განახლებული კვირის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 191.8%-ით გაიზარდა და 307 მლნ დოლარი შეადგინა. იანვარში კი საქართველომ ტურიზმიდან 300 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
სტუდენტობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ავტომატურად თავიდან არიდების საფუძველი აღარ იქნება. ცვლილება გაწერილია თავდაცვის ახალ კოდექსში, რომლის განხილვაც დღეს, პარლმენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში იწყება.
დღეს, 12 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
პარლამენტის შენობასთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ.