gorgia
ავერსი legi

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისა და სტუ-ს რექტორისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას გააცნობენ, უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით.

„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან, რომელთან იქნება დიალოგი. წარვუდგენთ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას. ასევე, საინჟინრო დარგების კლასიფიკაციას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ასევე, შეხვედრას სტუ-ს რექტორის, დავით გურგენიძის გარდა, პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

ცნობისთვის, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანების შესახებ. მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან როგორც უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტებიც. მათ უკვე გამართეს შეხვედრა განათლების მინისტრთან.

65