gorgia
ავერსი legi

ჩვენ აშშ-თან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გამოხატული გვაქვს - მზადა ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის! ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია და შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით - რამდენ ხანსაც საჭირო იქნება დალოდება, იმდენ ხანს დაველოდებით! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ის მხოლოდ ბაქოსა და ერევანს სტუმრობს.

როგორც კობახიძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხელი გაწვდილია და აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა არსებითად ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.

“ჩვენ აშშ-ს შემხვედრ პოზიციას ველოდებით. დაველოდებით, რამდენიც იქნება საჭირო! იმედი გვაქვს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება. ჩვენი მთავარი ნაბიჯი გადავდგით - ჩვენ ღიად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. ვთქვით, რომ მზად ვართ ყველა დეტალი ყოველგვარი პირობების გარეშე განვიხილოთ და განვიხილოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ორივე მხარის ინტერესი იქნება ასახული. მზად ვართ, სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ. ეს არის ჩვენი პოზიცია!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ამერიკული მხრიდან ისმის, მას ოპტიმისტურად განაწყობს.

“ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით სრული ღიაობა გამოვხატეთ. ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ამერიკული მხრიდან ისმის, ოპტიმისტურად განგვაწყობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი სურვილია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. ამ მიმართულებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს დაველოდებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად იზიარებს აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილებში ასახულ პოზიციას, კობახიძემ განაცხადა, რომ ის არის ზაზა შათირიშვილის პოზიცია, ხოლო მას საკუთარი პოზიცია აქვს.

“ჩემი პოზიცია არის ის, რასაც მე ვამბობ, ხოლო რასაც ზაზა შათიშვილის ამბობს, ის არის ზაზა შათირიშვილის პოზიცია. არ მიჭირს იმის თქმა, რისი თქმაც მე მინდა!“ - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძეს დღეს კითხვა, 11 თებერვალს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ სხდომაზეც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, ჰელსინკის კომისია არავისთვის საინტერესო არ არის.

“ის არის “დიფ სტეიტის“ პატარა ნასხლეტი ამერიკულ სტრუქტურებში, რაც თვითონ ტრამპის ადმინისტრაციასაც არ აინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.

22