ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგს არ აღიარებს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთის პრეზიდენტს, საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის დღეს, უკრაინის ომთან დაკავშირებით, სამხრივი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოუერი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ოდესასთან 600 რუსმა საზღვაო ქვეითმა ხელმძღვანელობას ბუნტი გამოუცხადა და ხომალდის დატოვებაზე და უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსეი არესტოვიჩმა Priamyi kanal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსებს რეზერვისტები არ ჰყოფნით და ახლა მოხალისეებს კავკასიაში, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.