
რუსეთმა ბირთვული განიარაღების საკითხზე გაერო-ს კონფერენციაზე, ერთობლივი დეკლარაციის მიღება დაბლოკა.

ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოეთში, არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა.

რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააგებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

სიტუაცია რჩება სახიფათო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა მას კიდევ ერთხელ დააყენებს კატასტროფის პირას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი.

"გაზპრომი“ ბუნებრივ აირს, რომელსაც ეკონომიკური სანქციების გამო ევროპას ვერ აწვდის, წვავს.

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ხანძრის გავრცელების არეალზე მიმდინარე სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს და ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს.

ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.