
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7660 ლარი ეღირება, ევრო – 2.7087 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1140 ლარი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჩართულობით, ფინანსური ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობისა და გამჟღავნების ახალი მოთხოვნები შეიმუშავა.

დამატებით მოგიწოდებთ, დაიცვათ შემდეგი წესები: შემოწმების გარეშე არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება, - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7645 ლარი ეღირება, ევრო – 2.6946 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1120 ლარი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის მიმართულებით არსებული წესების ფორმალიზაციას და გასაჯაროებას, რაც ხელს უწყობს ბაზრის სტაბილურობას, სანდოობასა და გამჭვირვალობას, რომლის ფარგლებშიც ეროვნულმა ბანკმა სისტემურობის ბუფერთან დაკავშირებით შეიმუშავა ბრძანების პროექტი და საჯარო კონსულტაციისთვის მას დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგენს.

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

„საქართველოს საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია“ - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს მედიანური ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში მედიანური ხელფასი 900 ლარს შეადგენს.