
2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია.

ჩვენი მოლოდინი არის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია დაახლოებით იგივე დონეზე შენარჩუნდება, რაც ახლა გვაქვს, იანვრის ჩათვლოთ და შესამჩნევი კლება უკვე უნდა იყოს თებერვლის თვეში, – ამის შესახებ კობა გვენეტაძემ განაცხადა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მთავრობა ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით განახლებულ სქემას წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, დამატებით ენერგოსიმძლავრის შექმნაზე გამოცხადდება ღია აუქციონი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული კრედიტების წილი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია სამიზნე 3%-ს უნდა დაუახლოვდეს, თუმცა იქამდე წლის ბოლომდე ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. კომიტეტმა განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად 11%-ზე დატოვა. კომიტეტმა ეს ნიშნული უკვე მეშვიდედ დატოვა უცვლელად.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 1 ოქტომბრისთვის ქართული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობამ 42,94 მილიარდ ლარს მიაღწია.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც გვაქვს, ასევე მისი შემდგომი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს.

დღეს საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, ,,ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით“, რომლის მიხედვით საქართველოს გამოეყოფა 27 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი ფინანსური რესურსი.