jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ხანგრძლივობა ისევ გაიზარდოს. საუბარია ერთწლიან შეზღუდვაზე, რომელიც სებ-მა გასული წლის ზაფხულში დააწესა და რომლის მიხედვითაც, სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა ოთხიდან სამ წლამდე შეამცირა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ერთწლიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკი არსებულ შედეგებს შეაჯამებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.
„როდესაც ამოიწურება ის პერიოდი, რომლითაც ჩვენ მივიღეთ, უკვე ეროვნული ბანკი განიხილავს ამას და მიიღებს გადაწყვეტილებას – შენარჩუნდება ეს რეჟიმი თუ გაგრძელდება. იცით, რომ ერთი წლით იყო შემცირებული. როდესაც გავა ეს პერიოდი, მოხდება ანალიზი და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც ოთხი წლით იყო განსაზღვრული, სამ წლამდე შეამცირა. ცვლილება შეეხო ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხს. აღნიშნული გადაწყვეტილება 2022 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად, 2023 წლის 15 აგვისტომდე დარჩება ძალაში.

362