
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6789 ლარი ეღირება, ევრო – 2.9039 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2766 ლარი.

საფინანსო სექტორის მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ფინანსური ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის ახალი მოთხოვნები შეიმუშავა.
საფინანსო სექტორის მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ფინანსური ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის ახალი მოთხოვნები შეიმუშავა, რომელთა მთავარი მიზანია კომბინირებული საფინანსო პროდუქტების ფასების გამჭვირვალობა, მომხმარებელთა მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა და ბაზარზე კონკურენციის წახალისება.
ფინანსურმა ორგანიზაციებმა, მომხმარებლებისთვის საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ცალკეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლების სათანადო ინფორმირება უნდა უზრუნველყონ. კერძოდ, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც კომბინირებული შეთავაზების, ისე ცალკეული საფინანსო პროდუქტის სარეალიზაციო ფასის შესახებ.
ახალი მოთხოვნები საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებზე, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებსა და სესხის გამცემ სუბიექტებზე ვრცელდება.
ცვლილებით მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ ერთი ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის საფინანსო პროდუქტი, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. ფინანსური ორგანიზაციებისთვის ფასის მითითება არ არის სავალდებულო ისეთ საფინანსო პროდუქტზე, რომლებსაც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ მხოლოდ სხვა საფინანსო პროდუქტებთან კომბინაციაში და არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საფინანსო პროდუქტს. ასეთ შემთხვევაში, საკმარისია, ფინანსურმა ორგანიზაციამ მიუთითოს და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ საფინანსო პროდუქტს მომხმარებელი ცალკე ვერ შეიძენს.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან. პროექტი კი დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებების, კომენტარებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით ეროვნული ბანკის ვებგვერდზე იყო გამოქვეყნებული. ფინანსური ორგანიზაციებისთვის ახალი მოთხოვნების შესრულება 2023 წლის 1-ელი აპრილიდან იქნება სავალდებულო.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით 75 მლნ აშშ დოლარის დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკს მიმართავს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7086 ლარი ეღირება, ევრო – 2.8749 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2568 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის იანვრის „თვის მიმოხილვას" აქვეყნებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7038 ლარი ეღირება, ევრო – 2.8498 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2216 ლარი.

2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც საკითხზე კონსულტაციები გამართეს მთავრობასთან.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 22.2 მლრდ აშშ დოლარი (62.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 97.5 პროცენტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7055 ლარი ეღირება, ევრო – 2.8789 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2634 ლარი.