

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $8.34 მილიარდია, რაც 22.54 მლრდ ლარს შეადგენს. ერთწლიან პერიოდში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარში 130 მილიონით გაიზარდა, ხოლო ლარებში 2.9 მილიარდით შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის გამყარება იყო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ხანგრძლივობა ისევ გაიზარდოს.

„თიბისი ბანკი“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებენ.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონულ დირექტორს, შეინ როზენტალს, ADB-ის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს, ბრიუს დანისა და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6504 ლარი ეღირება, ევრო – 2.8889 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2801 ლარი.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაახლოებით 1 000 ოპერაციაზე მეტი არის საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული და გაუქმებული, რადგან არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6594 ლარი ეღირება, ევრო – 2.8820 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2878 ლარი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1438.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 133.2 პროცენტით – 305.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.