
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს თანამშრომლებს, საუბრისას გენდერულად ნეიტრალური ტერმინები გამოიყენონ.

ავდეევკის ქაოსური დაცემის შემდეგ რუსეთი უკრაინაში წინსვლას გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატო-ს გაფართოებასა და ალიანსში ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს ჩაითრევენ.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ისრაელის არმიამ ლიბანის ქალაქი ღაზიე დაბომბა, რომელიც საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ სურვილი აქვს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს, თუ მის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებას შეეცდებიან.

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აქციებზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.