ისრაელის თავდაცვის ძალები ბექააში, „ჰეზბოლას“ სტრატეგიული იარაღის სამალავებზე თავდასხმისთვის ემზადება.
ქვეყნის თავდაცვის ძალები ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
„ახლა სამიზნე არის სამხრეთ ლიბანში ის სახლები, სადაც „ჰეზბოლა“ იარაღს ინახავს. ყველა სახლში, რომელზეც იერიშს მივიტანთ, იარაღია“, – განაცხადა ადმირალმა, დანიელ ჰაგარიმ.