celsiusi
ავერსი შნაიდერი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილიდან ლიბანში „ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დაარტყა.

ლიბანური მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე მოხდა, დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ცნობილია სულ მცირე ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ.

დაგეგმილი იერიშის შესახებ ისრაელმა განცხადება წინასწარ გაავრცელა. არაბულენოვან განცხადებაში მოსახლეობას, ავიაიერიშის წინ, თავიანთი სახლების დატოვებისკენ მოუწოდებდა. ამასთან, 60 000-მდე ავტომატური სატელეფონო ზარი განხორციელდა ლიბანის მცხოვრებლებთან და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო მასალა, რომელშიც ასახულია აფეთქებები.

ამასთან, ისრაელმა საკუთარ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ვაღრმავებთ თავდასხმებს ლიბანში, ქმედებები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზანს, რომ უსაფრთხოდ დავიბრუნოთ ჩრდილოეთის მოსახლეობა საკუთარ სახლებში. ეს ის დღეებია, როდესაც ისრაელის საზოგადოებას მოუწევს სიმშვიდის გამოვლენა“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.

75