ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ.
სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ისლანდიაში დეკემბრის შემდეგ ვულკანი უკვე მეხუთედ ამოიფრქვა. როგორც მედია ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, ლავა ჰაერში 50 მეტრს აღწევდა.
ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. ირლანდიის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე დაამტკიცა.
ესპანეთის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო. მედიის ცნობით, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სომხეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა.
ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
ევროკომისია უნგრეთს ორთვიან ვადას აძლევს „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ შესახებ კანონის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოსაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ევროკავშირის სასამართლოს მიმართავს.
ძლიერი ტორნადოს გამო აიოვას შტატში მდებარე ქალაქ გრინფილდში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით ტორნადოს შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
დუბაისრიფის(Dubai Reef)პროექტიხელოვნური რიფის პირველი მოდულების წარდგენით გაიხსნა. პროექტიდუბაისეკოლოგიურმდგრადობაშიმნიშვნელოვანწვლილს შეიტანს.