
ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა. ქვეყანა ეროვნული ვალუტა კუნადან ევროზე გადავიდა და ევროზონის რიგით მე-20 ქვეყანა გახდა.

ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვეიცარია და ფინეთი 2023 წლის ბოლომდე გახდებიან ნატო-ს წევრები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, 2022 წელმა აჩვენა, თუ ვისთან არის მსოფლიოში მოლაპარაკება შესაძლებელი.

ჩინეთში Covid 19-ის ახალი ტალღა დაიწყო. უცხოური მედიის ცნობით, საავადმყოფოები გადატვირთულია და რიგ ქალაქებში, მათ შორის პეკინში, შანჟენში, შანხაისა და ჩუნცინში უკონტროლო ვითარებაა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის ილტვოდა სადავო საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრისკენ.

ვატიკანში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს. მესას წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპი ფრანცისკე უძღვება.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობა 1.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. კანონპროექტს მხარი კონგრესმენებმა 225 ხმით, 201-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

აშშ-დან უკრაინაში დაბრუნებამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა.

ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება, არამედ პირიქით, დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ ვისწრაფვით, დავასრულოთ ეს და რაც მალე, მით უკეთესი“, – „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.