
პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, დონალდ ტრამპი დაშავებულია.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. 2012 წლის შემდეგ ეს ორბანის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

შვედეთში ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც ბებია-ბაბუებს შვილიშვილების მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას აძლევს. შვებულების აღება შესაძლებელია ბავშვის გაჩენიდან სამი თვის განმავლობაში.

ტყის მასშტაბური ხანძრიდან გამომდინარე, ტურისტული კომპანიები იძულებული გახდნენ, საბერძნეთის კუნძულ კოსზე დასასვენებლად ჩასული ასობით ტურისტი ტერიტორიიდან გამოეყვანათ.

ოფიციალური ინფორმაციით, ხმების დათვლის შედეგად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4% პროცენტით გაიმარჯვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკავშირის ლიდერებმა, უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს პარიზში გაემგზავრება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა.

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ოფიციალურად დღეს დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.