აშშ ისრაელს ამერიკული შეიარაღების შესაძენად 3.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.
რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უნდა მიიღოს ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი და მოიცავდეს კიევის აღებასაც, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამში“ კურსკში განვითარებულ მოვლენებს.
ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე ისრაელის დასახმარებლად და აშშ-ის ჯარების დასაცავად აშშ-მა ავიამზიდ „თეოდორ რუზველტიდან“ ათი „ეფ/ეი-18“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზაზე გაგზავნა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.
ვაშინგტონი თურქეთს აფრთხილებს, თუ არ შეზღუდავს რუსეთში ამერიკული სამხედრო ტექნიკის ექსპორტს, ამას გარკვეული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
„თაიმს ოფ ისრაელის“ ინფორმაციით, ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ დრონებით მიიტანა იერიში ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე. შედეგად, დაშავებულია ექვსი ადამიანი.
აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთს ტროპიკული შტორმი „დები“ დაატყდა თავს. დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი.
ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.