
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო გადადო.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეს მოიხსნება საქართველოსა და მთელ ევროპაში. ამის შესახებ განცხადება ბორის ჯონსონმა აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლის დროს გააკეთა.

გერმანიას ვინც ახალ ომში ითრევს არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება – პუტინი
გერმანიას ვინც ახალ ომში ითრევს რუსეთის ფედერაციასთან და ელოდება გამარჯვებას, არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ირანის ქალაქ ისპაჰანში სამხედრო ობიექტზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

თურქეთი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველი მოქალაქეებისთვის გაფრთხილებას აქვეყნებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებში ვკითხულობთ, მიზეზად უცხოელების მიმართ მზარდი ინციდენტები, რასისტული თავდასხმები და რელიგიური შეუწყნარებლობა სახელდება, რის მაგალითადაც მოყვანილია აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო აქციები, რომლებიც პოლიციის მიერ ძალადობის შედეგად დაღუპული ტაირ ნიკოლსის შემთხვევას მოყვა.

ირანში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა. შედეგად, გავრცელებული ცნობით, განადგურდა ისპაანში მდებარე დრონებისა და საბრძოლო მასალების მწარმოებელი სამხედრო ქარხანა. ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ქალაქ შაჰიდ-სალიმში მდებარე ძრავის ზეთების მწარმოებელ ქარხანაში.

უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

აშშ უკრაინას „M1 აბრამსის“ ტიპის 31 ერთეულ ტანკს გაუგზავნის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

გერმანული გამოცემის „შპიგელის“ ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინაში რაც ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული, არამედ არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.